დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიესთან სამოქალაქო ჰუმანიტარული კოლონა დაბომბეს, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 23 ადამიანი, დაშავდა - 28. ინფორმაციას ტელეგრამზე ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ სტარუხი ავრცელებს.
"დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესასვლელად ადამიანები რიგში იდგნენ, რათა ახლობლები წამოეყვანათ და დახმარება მიეტანათ". - წერს ალექსანდრ სტარუხი.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მელიტოპოლის მერის, ივან ფედეროვის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან მელიტოპოლის მცხოვრებლებიც.