კრიზისი უკრაინაში

პრემიერი: კარგი იქნება, თუ დახმარებას აღმოვუჩენთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობას უკრაინის "მაქსიმალურად დახმარების" დავალება მისცა. პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიმართა. 

"კარგი იქნება, თუ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენთ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს. მაქსიმალური მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინეთ", - მიმართა პრემიერმა მინისტრებს და უკრაინაში გამგზავრების თაობაზე ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს გადაწყვეტილებით დაინტერესდა.

"მქონდა კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან. შევთანხმდით, რომ ადგილზე ჩავიდოდა რამდენიმე სპეციალისტი, რომელიც საჭიროებების შეფასებას გააკეთებდა. გადავწყვიტე, რომ პირადად ჩავსულიყავი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად. დილით ადრე კიევში ვიქნებით და შევუდგებით მუშაობას", - განაცხადა დავით სერგეენკომ, რომელიც უკრაინაში ხვალ მიემგზავრება. 

კომენტარები