კალიფორნიაში 6 ბალიანი მიწისძვრის შედეგად შენობები დაზიანდა. BBC-ის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 3 საათსა და 20 წუთზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრად ქალაქი ამერიკან კანიონი (American Canyon) დასახელდა. ბიძგის სიღრმე 6.7 მილი (10.7 კილომეტრი) იყო.
დაშავებულ ადამიანთა რიცხვმა 87-ს მიაღწია, სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა - იტყობინება BBC.
მიწისძვრისგან ყველაზე დიდი ზარალი კალიფორნიის შტატში მდებარე ქალაქ ნაპას მიადგა. 10 000-მდე სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.





