ურკაინის კრიზისი

პოროშენკო პუტინს მინსკში 26 აგვისტოს შეხვდება

პეტრო პოროშენკო და ვლდიმერ პუტინი
კრისტოფ ენა / AP

უკრაინის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი, საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და ევროკავშირის ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრა, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხს მიეძღვნება, 26 აგვისტოს ბელარუსის დედაქალაქში გაიმართება.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ მხარი დაუჭირა უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივას მინსკის შეხვედრაზე ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაციის გაგზავნის შესახებ. ბაროზომ დაადასტურა, რომ შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონი, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი გიუნტერ ეტინგერი და ვაჭრობის საკითხებში კომისარი კარლ დე გუხტი დაესწრებიან.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ვალერი ჩალის განცხადებთ, „ეს ის ფორმატია, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ საგზაო რუკაზე მუშაობა, რომელიც საბოლოოდ სიტუაციას ომიდან მშვიდობისკენ მიიყვანს“. 

იმის შესახებ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკების მომდევნო ეტაპი უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა უნდა გახდეს, პეტრო პოროშენკომ გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. 

კომენტარები