ურკაინის კრიზისი

აშშ: რუსეთმა უკრაინაში ტანკები და საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიყვანა

აშშ-ს აქვს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთიდან უკრაინაში ტანკები და სარაკეტო სისტემები შევიდა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის საზღვართან განლაგებული რუსი სამხედროები „უკრაინის აღმოსავლეთში მებრძოლი პრორუსული ძალებისთვის შეიარაღების ახალ პარტიას ამზადებენ", რაც, მისი თქმით, მინსკში მიღწეული შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

გარდა ამისა, პსაკიმ აღნიშნა, რომ დებალცევოს დაბომბა რუსული სარაკეტო სისტემებით ხორციელდება. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი რუსეთს, და არა სეპარატისტებს ეკუთვნით. რუსეთმა სამხედროებმა ასევე დებალცეიოსთან საჰაერო თავდაცვის სისტემები განალაგეს", - განაცხადა პსაკიმ.

გუშინ პრორუსმა სეპარატისტებმა გრადის სისტემებიდან უკრაინის ქალაქი არტემოვსკი დაბომბეს, რომელიც ფრონტის ხაზიდან მოშორებით მდებარეობს და სადაც საბრძოლო მოქმედებები არ ყოფილა. ქალაქის რამდენიმე მშვიდობიანი მაცხოვრებელი დაღუოპა.

ბატალიონ აზოვის ინფორმაციით, წუხელ უკრაინაში რუსეთის როსტოვის ოლქის მხრიდან რუსული ტექნიკის დიდი კოლონა შევიდა.

 

კომენტარები