ურკაინის კრიზისი

ხოდორკოვსკი: იანუკოვიჩმა მომიტინგეებს ცეცხლი რუსეთის თანხმობით გაუხსნა

უკრაინის ხელსუფლებამ მომიტინგეებს ცეცხლი რუსეთის ხელისუფლების თანხმობით გაუხსნა. ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ მაიდანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ხოდორკოვსკიმ უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა. „ეს (პუტინის რეჟიმი) ჩემი ხელისუფლება არ არის. მინდა, რომ იცოდეთ - არსებობს სულ სხვა რუსეთიც, არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაპატიმრებისა და მრავალი წლის ციხეში გატარების შიშის მიუხედავად, მოსკოვში იმის საწინააღმდეგო მიტინგებზე გამოვიდნენ. არიან ადამიანები, ვისთვისაც უკრაინისა და რუსეთის ხალხების მეგობრობა საკუთარ თავისუფლებაზე უფრო მნიშვნელოვანია", - განაცხადა მიხაილ ხოდორკოვსკიმ.

კომენტარები