ურკაინის კრიზისი

საქართველოს მოქალაქე უკრაინულ ბატალიონში

უკრაინულმა ტელეკომპანია Hromadske-მ უკრაინული მოხალისეთა ბატალიონის დონბასის წვრთნების შესახებ რეპორტაჟი მოამზადა. ჟურნალისტებს ერთ-ერთი მოხალისე, საქართველოს მოქალაქე ესაუბრა, რომელიც საკუთარ ვინაობას მალავს. მისი თქმით, იგი საქართველოში პოლიციის თანამშრომელი იყო და უკრაინელი მეუღლე ჰყავს. მებრძოლი აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში მალე დასრულდება, რადგან პუტინი აუცილებლად დამარცხდება. იგი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთს აგრესიაზეც საუბრობს.

ბატალიონი დონბასი რამდენიმე კვირის წინ დონეცკის ოლქის მაცხოვრებლებმა სეპარატისტებთან ბრძოლის მიზნით ჩამოაყალიბეს. დონბასმა დონეცკის ოლქის რამდენიმე რაიონი ტერორისტებისგან გაათავისუფლა და რამდენიმე ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. ამჟამად ბატალიონი უკრაინის ნაციონალური გვარდიისა და შსს-ს დაქვემდებარებაში მოქმედებს.

კომენტარები