მიხეილ სააკაშვილის საქმე

ნაციონალური მოძრაობა პროკურატურის მონაცემებს ფაბრიკაციას უწოდებს

ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა მთავარი პროკურატურის მიერ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კოსმეტიკური პროცედურების ხარჯების გამოქვეყნებას გამოეხმაურა და გამოქვეყნებულ ინფორმაციას ფაბრიკაცია უწოდა.

„საქართველოს მთავარი პროკურატურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებზე პოლიტიკურ დევნას განაგრძობს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, პროკურატურა სააკაშვილის წინააღმდეგ დოკუმენტების ფაბრიკაციით არის დაკავებული. დღეს ჩვენ პროკურატურის განცხადების სახით, ამ ყველაფრის კიდევ ერთი დადასტურება ვიხილეთ. ბიძინა ივანიშვილის პროკურატურის სანდოობის ხარისხი ნოლს უტოლდება", - ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, 2009 – 2012 წლებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების კოსმეტიკურ პროცედურებში დაიხარჯა 673 260 ლარი, აქედან უშუალოდ სააკაშვილის პროცედურებზე - 399 495 ლარი.

კომენტარები