ერაყი

ისლამისტებმა იეზიდების სოფელში 80-მდე ადამიანი მოკლეს

thetimes.co.uk

ჩრდილოეთ ერაყში ისლამისტებმა იეზიდების სოფელი გაანადგურეს. ქურთისტანის რეგიონის ხელისუფლების ცნობით, ე. წ. ერაყისა და სირიის ისლამური სახელმიფოს (ISIS) მებრძოლებმა 80-მდე მამაკაცი დახვრიტეს, ასამდე ქალი კი გაიტაცეს. სოფელი კოჩო, სადაც ტრაგედია მოხდა, ისლამისტების ალყაში იმყოფებოდა. იეზიდებთან სასტიკი ანგარიშსწორების მიზეზი ისლამის მიღებაზე მათი უარი გახდა. ერაყის ჩრდილოეთ რაიონებიდან ისლამისტების ტერორისგან გაქცეული იეზიდი, ქრისტიანი და შიიტი მოსახლეობა თავს ერაყის ქურთისტანსა და სირიას აფარებს. ლტოლვილთა რიცხვმა ერაყში 1,2 მილიონს მიაღწია. 

15 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია ისლამისტების მოქმედება. დოკუმენტი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე ექვსი ისლამისტი ლიდერის წინააღმდეგ ქონებრივი და სავიზო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

კომენტარები