რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მთავრობის წევრებთან და პარლამენტარებთან ერთად ოკუპირებულ ყირიმს ეწვია. პუტინმა ყირიმში რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა, რომელზეც რეგიონის „გარე უსაფრთხოების“ საკითხი განიხილეს. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი ასევე ოკუპირებულ რეგიონში რუსული სამართალდამცავი ორგანოების ფუნქციონირებას შეეხო.
პუტინი სევასტოპოლში ადგილობრივ ხელმძღვანელებსაც შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ყირიმში ორ დღეს გასტანს. ყირიმის ანექსიის შემდეგ პუტინი ნახევარკუნძულზე უკვე მეორედ ჩავიდა.





