საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: აზერბაიჯანში EURO4 სტანდარტის არმქონე ავტომობილებზე რეგულაციები დაწესდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ძალაში შედის ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც ევრო 4 (EURO 4) სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრის კვეთისას შესაბამის ანგარიშზე შეიტანს ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების 30-დან 40%-მდე საგარანტიო თანხას.

აღნიშნული თანხა მას მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის დატოვების შემდეგ დაუბრუნდება. ამასთან, კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა აზერბაიჯანის მოქალაქის წერილობითი თანხმობა, რომლითაც იგი იღებს პასუხისმგებლობას ევრო 4-ის სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში.

კომენტარები