შინაგან საქმეთა სამინისტრო 6 796 092 ლარად ისრაელური კომპანიისგან Cellebrite აპარატურულ-პროგრამული უზრუნველყოფების პაკეტებს შეიძენს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სხვადასხვა ციფრულ მოწყობილობაში [მობილური ტელეფონი, პერსონალური კომპიუტერი და ა.შ.] განთავსებული ინფორმაციის წაკითხვა.
ძალოვან უწყებას ისრაელური კომპანიისგან მსგავსი მომსახურება სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში აქამდეც - 2020, 2023 და 2024 წლებშიც შეუძენია, თუმცა 6 796 092 ლარი ყველაზე დიდი თანხაა, რაც კი გადაუხდიათ.
ამჯერად, შინაგან საქმეთა სამინისტრო თითქმის შვიდ მილიონ ლარს გადაიხდის Cellebrite Inseyets-სა და Cellebrite Digital Collector-ის ლიცენზიების 3 წლის ვადით გაგრძელებასა და შესყიდვაში.
შინაგან საქმეთა დოკუმენტაციის მიხედვით, ფასები შემდეგნაირად ნაწილდება:

კომპანია Cellebrite-ს მომსახურებას საქართველოში შპს ქომუნალ ტექნოლოჯი უწევს, უწყება შესყიდვებს სწორედ ამ კომპანიასთან აფორმებს.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 13 თებერვალს Cellebrite-გან მიიღო წერილი, სადაც შესყიდვების მენეჯერი, ალბერტ კაცირი წერს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელსაც კომპანიის სერვისებზე აქვს წვდომა, თუმცა მისივე თქმით, ეს შეიძლება შეიცვალოს და საქართველომ ვეღარ შეისყიდოს აღნიშნული სერვისები. იგი მიზეზს წერილში არ აკონკრეტებს.
"სამწუხაროდ, მე გამოვხატავ წუხილს, რომ შესაძლოა, მიმდინარე წლის ნებისმიერ დროს საქართველომ ვეღარ შეძლოს ჩვენი მომსახურების შესყიდვა. ამიტომ, გირჩევთ, რომ თუ 2025 წელს შესყიდვას აპირებთ, ეს შეძლებისდაგვარად სწრაფად ქენით." - წერია წერილში.





