თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

timer.ge

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა, მათ შორის მერის მოადგილეები, დაამტკიცა.

თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობა კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა დაიკავა, თბილისის მერის მოადგილეები კი გახდნენ ნინა ხატისკაცი, გიორგი ხელაია, გიორგი სოლომონია და ალუდა გოგლიჩიძე. დავით ნარმანიას თქმით, ყველა მათგანი პროფესიონალიზმის, მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილების მიხედვით შეარჩია.

რაც შეეხება თბილისის რაიონების გამგებლებს - საბურთალოს გამგებელი გახდა ბექა მიქაუტაძე, ვაკის - გივი ჭიჭინაძე, მთაწმინდის - გელა არჩვაძე, ჩუღურეთის - ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბის - ირმა ზავრადაშვილი, ნაძალადევის - ზაზა გაბუნია, გლდანის - ბესიკ ქარცივაძე, კრწანისის - გიორგი კოპალეიშვილი, ისნის - ვახტანგ ქიზიყურაშვილი, სამგორის კი - მამუკა ჩოქური.

საკრებულოს ოპოზიციამ თბილისის მთავრობის შემადგენლობას მხარი არ დაუჭერა.

კომენტარები