ევროკავშირის სანქციები

ევროკავშირმა რუსეთს წინააღმდეგ ახალი სანქციები ოფიციალურად გამოაქვეყნა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაქვეყნა. 11-გვერდიანი დოკუმენტი შეზღუდვების დეტალურ ნუსხას შეიცავს, რომლებიც რუსულ კომპანიებს, ფიზიკურ პირებს და საქონლის ცალკეულ დასახელებებზე გათვალისწინებულ შეზღუდვებს შეეხება.

კერძოდ, იკრძალება რუსეთში იარაღისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი. თუმცა, ეს გადაწყვეტილება არ ვრცელდება უკვე დადებულ კონტრაქტებზე. ასევე იზღუდება ენერგეტიკული დარგისთვის 30 დასახელების მოწყობილობის ექსპორტი - მისი განხორციელება მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების ნებართვით არის შესაძლებელი.

სანქციები დაეკისრა წამყვან რუსულ ბანკებს, რომელთა კაპიტალში სახელმწიფოს წილი 50 პროცენტს აღემატება. მათ შორისაა სბერბანკი, ვნეშეკონომბანკი და როსსელხოზბანკი. ამიერიდან იკრძალება მათ მიერ გამოშვებული აქციებისა და 90 დღეზე უფრო ხანგრძლივი ვადის მქონე ობლიგაციების შესყიდვა.

შავ სიაში, რუსულ ბანკებსა და კომპანიებთან ერთად, პუტინთან დაახლოებული გავლენიანი ბიზნესმენები - იური კოვალჩუკი, არკადი როტენბერგი, კონსტანტინ მალოფეევი და ნიკოლაი შამალოვი მოხვდნენ. შეერთებულმა შტატებმა ამ პირების წინააღმდეგ ქონებრივი და სავიზო სანქციები ჯერ კიდევ მარტში შემოიღო.

კომენტარები