ევროკავშირის სანქციები

საფრანგეთში ტელეარხ RT France-ის საბანკო ანგარიში დაიბლოკა

საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს ხაზინის გენერალური დირექტორის მოთხოვნით,  საფრანგეთში RT France-ის საბანკო ანგარიში დაბლოკეს. ინფორმაციას  გამოცემა Le Monde ავრცელებს. 

"საკუთრების უფლების დაცვის შესაბამისად, RT France-ის აქტივები უნდა გაიყინოს." - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

გადაწყვეტილება  ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტის მიხედვით მიიღეს, რომელიც 2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ამოქმედდა. ამ პაკეტის თანახმად, ფინანსური სანქციების ქვეშ აღმოჩნდა და ანგარიშები დაუბლოკეს ტელეკომპანია RT–ის მმართველ კომპანია ANO TV-Novosti-ს. 

RT France-ის პრეზიდენტმა და მთავარმა რედაქტორმა, ქსენია ფედოტოვამ ინფორმაცია დაადასტურა. მან თავი შეიკავა მაუწყებლის სამომავლო გეგმებზე კომენტარისგან, რათა საფრანგეთში [არხის] ჟურნალისტებისთვის არსებული მდგომარეობა არ გამწვავდეს. 

ევროკავშირმა 2022 წლის 2 მარტს რუსეთის პროპაგანდისტული მედიასაშუალება RT და საინფორმაციო სააგენტო Sputnik აკრძალა. 

კომენტარები