მიხეილ სააკაშვილის საქმე

ღარიბაშვილი: სააკაშვილს პასუხს ობიექტური სასამართლო გასცემს

„მას შემდეგ, რაც ჩვენს გმირ ჯარისკაცებს ვუყურე და ამ საამაყო ჯარისკაცების გვერდით ვიდექი,  არ მსურს, ყოფილ პრეზიდენტზე კომენტარი გავაკეთო“, - თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილს პასუხს ობიექტური სასამართლო გასცემს.

 "რაც მთავარია, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად გამჭვირვალე და ობიექტურები. გუშინ განცხადება გავავრცელე, დამატებით ამაზე საუბარი არ მსურს", - დასძინა ირაკლი თარიბაშვილმა.

ვაზიანის პოლიგონზე პრემიერი საველე სწავლებას - "ვაზიანი 2014" დაესწრო, რომელიც მიზნად თავდაცვით ბრძოლაში კომბინირებული ძალების ურთიერთქმედების დახვეწასა და დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებას ისახავდა. 

კომენტარები