გიგი უგულავას საქმე

უგულავა: მინდა, ვუთხრა ჯოზეფ კეის, რომ ივანიშვილი მასაც გადააგდებს

Khatia Psuturi

თბილისის საქალაქო სასამართლო რიყის ტერიტორიისა და ტელეიმედის გასხვისების საქმეზე პროკურატურის მთავარ მოწმეს ჯოზეფ კეის skype-ით კითხავს. სასამართლოს სხდომის დასაწყისში ბრალდებულმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ხელისუფლება ჯოზეფ კეის ცრუ ჩვენების სანაცვლოდ პატარკაციშვილების კუთვნილ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ჰპირდება.

"მინდა, ვუთხრა კეის, რომ ივანიშვილი მასაც გადააგდებს", - თქვა უგულავამ.

ჯოზეფ კეის skype-ით დაკითხვის გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც ბრალდების მხარემ პროცესზე განმარტა, რომ კეი, როგორც ამერიკის მოქალაქე და იქ მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოში დასაკითხად ჩამოსვლას ვერ ახერხებს. პროკურორებმა სასამართლოს თხოვნით მიმართეს, მოახდინოს ტექნიკური უზრუნველყოფა და პროცესზე ჯოზეფ ქეი დისტანციურად დაიკითხოს. 

დაცვის მხარის ადვოკატების განცხადებით კი, Skype-ის მეშვეობით, ჯოზეფ კეი ხელმოწერით ვერ დაადასტურებს ფიცს და მისი მხრიდან ცრუ ჩვენების მიცემა გამორიცხული არ იქნება. 

კომენტარები