თვითმფრინავის ჩამოგდება

პუტინი: ტრაგედიაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც ეს მოხდა

Russia's PM Putin takes part in a video conference, dedicated to bomb blasts, in Krasnoyarsk
Ria Novosti / REUTERS

„ეს ტრაგედია არ მოხდებოდა, ამ მიწაზე რომ მშვიდობა იყოს, ყოველი შემთხვევისთვის, არ განახლდებოდა საბრძოლო მოქმედებები უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში. რა თქმა უნდა, ამ საშინელ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც ეს მოხდა,“ - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეხვედრაზე, რომელიც ეკონომიკური საკითხების განხილვას მიეძღვნა. შეგახსენებთ, რომ ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მფრინავი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი MH17 აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით ჩამოაგდეს.

პუტინის თქმით, მან უკვე მისცა დავალებები სამხედრო უწყებებს, რათა აუცილებელი დახმარება აღმოუჩინონ დანაშაულის გამოძიებაში.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა მომხდარის შესახებ ობიექტური სურათი ხელმისაწვდომი იყოს როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ასევე უკრაინისა და მთელი მსოფილოსთვის. აბსოლუტურად მიუღებელია და არავის აქვს უფლება, არ გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები, არ გვქონდეს ჩვენ ყველას ობიექტური ინფორმაცია მომხდარის შესახებ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და რუსეთის ხელისუფლების სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს, იმ სახელმწიფოთა მთავრობებს, რომელთა მოქალაქეებიც თვითმფრინავში იმყოფებოდნენ და სხდომის მონაწილეებთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

"მაგრამ დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ განვიხილოთ ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია, გვაქვს ბევრი სხვა მიმდინარე საკითხიც, მოდით, ამაზე ვისაუბროთ“ - დაამატა პუტინმა.

ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მფრინავი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი MH17 აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით ჩამოაგდეს. ბორტზე 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში დაპირისპირება უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის გრძელდება. ოთხშაბათს საღამოს, უკრაინული საბრძოლო ვერტმფრენი რუსულმა თვითმფრინავმა ასევე რაკეტით ჩამოაგდო. ოფიციალური კიევი აცხადებდა, რომ მოსკოვი სეპარატისტების პირდაპირი მხარდამჭერია.

კომენტარები