თვითმფრინავის ჩამოგდება

მალაიზიის ავიახაზების ბოინგის ჩამოვარდნას რუსი ექსპერტებიც გამოიძიებენ

gdb.voanews.com/

რუსი ექსპერტების ჯგუფი ოლეგ სტორჩევოის მეთაურობით საერთაშორისო გამომძიებელთა გუნდს შეუერთდება და ბოინგ 777-ის ჩამოვარდნის დეტალებს გამოიკვლევს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ITAR-TASS ავრცელებს. სტორჩევოი როსავიაციის დირექტორის მოადგილეა და უსაფრთხოების საკითხებსაც კურირებს. 

შეგახსენებთ, რომ მალაიზიის ავიახაზების ბოინგ 777-ის ჩამოგდებამ 298 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან 193 ჰოლანდიიდან იყო.

საერთაშორისო ექსპერტებისაგან შემდგარ საგამოძიებო გუნდს ჰოლანდიური მხარე უდგას სათავეში. 

კომენტარები