გიგი უგულავას საქმე

უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კიდევ ერთხელ გამოიძახეს

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 4 ივლისს, 10:00 საათზე გამოიძახეს. თუ რა საქმეზეა უგულავა გამოძახებული, ამას საგამოძიებო სამსახური არ აკონკრეტებს.

"საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, 2014 წლის 4 ივლისს, 10:00 საათზე, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, საგამოძიებო სამსახურში გამოძახებულია გიორგი უგულავა" - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები