პოლიციელების ჩხუბი

უგულავა პოლიციელების ჩხუბზე: ჩვენი შიში დასტურდება, "ძაღლობამ ვერხი აიღო"

ყველაზე მძიმე საყურებელი ამ კადრებში, ცალკე აღებული, პოლიციელების ქცევა კი არაა (ნასვამი ვინ არ ყოფილა, თუმცა საჯარო სივრცეში ასეთი რამ ამაზრზენია), არამედ ის, თუ როგორ უტევს "ძაღლობა", როგორც 90-იანი წლების სიმბოლო - "პატრულს", როგორც თანამედროვე პოლიციელის სიმბოლოს. სამწუხაროდ, ჩვენი შიში დასტურდება, "ძაღლობამ ვერხი აიღო".

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა Facebook-ით პოლიციელების ჩხუბის ამსახველ ვიდეომასალას ეხმაურება. ინციდენტი, რომელშიც შსს-ს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლები მონაწილეობდნენ, ტაბულას გადამღებმა ჯგუფმა შემთხვევით გადაიღო.

კომენტარები