პოლიციელების ჩხუბი

ძიძიგური შსს-ს თანამშრომელთა ჩხუბზე: თუ კანონი დაირღვა, კანონმა უნდა იმოქმედოს

wikipedia.org

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის შეფასებით, "თუ კანონია დარღვეული, კანონმა უნდა იმოქმედოს ამ შემთხვევაში". ზვიად ძიძიგური ამ კომენტარით გამოეხმაურა ტაბულას ეთერში გასულ კადრებს, რომლის მიხედვითაც, სანაპიროზე შსს-ს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლები ჩხუბობდნენ და შს მინისტრსაც აგინებდნენ.

"მე არ მინახავს ეს კადრები, ვერაფერს ვერ გეტყვით და ჩემგან რაღაც კვალიფიციურ დასკვნებს ნუ ელოდებით", - დასძინა ძიძიგურმა.

ტაბულას გადამღებმა ჯგუფმა სანაპიროზე შინაგან საქმეთა სამინისტროს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლების ჩხუბი შემთხვევით დააფიქსირა. ინციდენტში პოლიციის მაიორი რამაზ კაკალაშვილი, ასევე შსს-ს თანამშრომლები გივი გამეზარდაშვილი, გიორგი აფციაური და ირაკლი დარახველიძე მონაწილეობდნენ.

ისინი აცხადებდნენ, რომ ინციდენტი მეგობრული გარჩევა იყო და გადამღებ ჯგუფს მუშაობაში ხელს უშლიდნენ.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია ტაბულას ჟურნალისტის შეტყობინების შემდეგ მივიდა. მათთან ხმამაღალი საუბრისას, ინციდენტში მონაწილე პირები შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს აგინებენ.

ადგილზე რამდენიმე უცხო ავტომობილიც გამოჩნდა, რომლებმაც ჩხუბის მონაწილეები წაიყვანეს, თუმცა, მათ საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

კომენტარები