გატაცება

წიკლაური: გატაცებულია თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ოთო ბაზაძე

ავტომანქანის ნომერი
facebook.com/costa.delpalma

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური facebook-ის პირად გვერდზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის გატაცების შესახებ წერს. 

"გატაცებულია თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ოთო ბაზაძე, გუდვილის მიდამოებიდან დიღომში. ადრე ის უკვე ჰყავდათ დაკავებული და ბრალდებების უსაფუძვლობის გამო საპროცესოთი გაუშვეს. გადაღებულია მანქანა, რომლითაც ბაზაძე გაიტაცეს. პოლიცია ყურადღებას არ აქცევს შეტყობინებას, რაც ცხადყოფს, რომ ეს ადამიანი ხელისუფლების გატაცებულია" - აცხადებს წიკლაური.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე facebook-ის პირად გვერდზე ასევე აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც, მისი, თქმით გამტაცებელთა ავტომანქანის ნომერია განთავსებული. 

კომენტარები