არჩევნები 2012

უგულავა: ცესკო-მ აკმამედ იმამკულიევს უარი უთხრა რეგისტრაციაზე

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა ცნობით, ცესკო-მ მარნეულში ენმ-ს გამგებლობის კანდიდატს რეგისტრაცია არ მისცა. ამასთან დაკავშირებით ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ fabook-ის პირდად გვერდზე განაცხადა:

"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩვენს მარნეულის კანდიდატს ახმედ იმამკულიევს უარი უთხრა რეგისტრაციაზე. ცეესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას შანსი ჰქონდა ქვეყნის ნამუსი გამხდარიყო. დღეს ის ქვეყნის სირცხვილია. ეს არა მარტო უკანონო, ეს უზნეო გადაწყვეტილებაა" - წერს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5 ივნისს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს. 

დღესვე არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა მოუწოდა ცესკო-ს გაუქმებინა საოლქო კომისიის გადაწყვეტილება. 

კომენტარები