არჩევნები 2012

არასამთავრობოები მარნეულში პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს გმობენ

6 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციები (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო) მარნეულის გამგეობაში პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს გამოეხმაურნენ.  
სპეციალურ განცხადებაში, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ავრცელებს, ნათქვამია, რომ მარნეულის გამგეობის შენობაში შეიჭრნენ კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტები, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გამგეობის თანამშრომლებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ გამგებლის მოადგილესა და მის მძღოლს. 
”ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, უზრუნველყონ კოალიციის აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიერ პოლიტიკური ნიშნით ძალადობრივი ქმედებების აღკვეთა, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების შემდგომი პერიოდის მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებას” - ნათქვამი განცხადებაში. 

კომენტარები