რუსული ოკუპაცია

მარგველაშვილი: რუსეთმა ოკუპაციისთვის საკმარისი პოლიტიკური ფასი არ გადაიხადა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყირიმში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპაციისთვის საკმარისი პოლიტიკური ფასი არ გადაიხადა. ამის შესახებ მარგველაშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტ დიდიე ბურკჰალტერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.

“ჩვენი აზრით, ყირიმში განხორციელდა საქართველოს სცენარი. ყველა მხარე, რომელიც 6 წლის განმავლობაში ვცდილობდით, რომ 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია ყოფილიყო რუსეთის ბოლო ასეთი აგრესიული ნაბიჯი, უკრაინაში განხორციელებული პროცესებით, ფაქტობრივად, გაწბილებული დავრჩით. ყირიმში განვითარებული მოვლენებით გამოჩნდა, რომ რუსეთის ფედერაციამ საკმარისი პოლიტიკური ფასი არ გადაიხადა საქართველოს ოკუპაციისთვის 2008 წელს. შესაბამისად, მომავალში იმისთვის, რომ ასეთი ქმედებებისგან ევროპა იყოს დაცული, ის რაც განხორციელდა 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს ყირიმში, არ უნდა იყოს გატარებული, არამედ მათზე რეაგირება მუდმივად უნდა ხდებოდეს”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები