დამოუკიდებლობის დღე

ომბუდსმენი: 26 მაისი ქვეყნის თავისუფლების სიმბოლოა

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, "26 მაისი ქვეყნის თავისუფლების სიმბოლოა და 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის გზით სიარული აირჩია". ომბუდსმენი დღევანდელ დღეს ულოცავს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, "რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ დამოუკიდებელი, დემოკრატიული, მაღალგანვითარებული, ძალადობისა და სტიგმასაგან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის საქმეში".

უჩა ნანუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო შეძლებს თავისი საზღვრების მტკიცედ დაცვას და ამ საზღვარს შიგნით ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვას, ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებას.

კომენტარები