პოლონეთის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს! დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ! მოლოცვები პოლონეთიდან!" - წერს საელჩო.
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისი პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღეა.