დამოუკიდებლობის დღე

ზურაბიშვილი: არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში – ომის პარტიაა რუსული იმპერიალიზმი

მჯერა, და მინდა თქვენც დაგარწმუნოთ, რომ არც ჩიხში ვართ შესული, არც ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ, არც უიმედობას და ნიჰილიზმს აქვს ადგილი ჩვენში, ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენ ხელშია და გამოსავალიც ჩვენვე უნდა მოვნახოთ. 

დღეს, როცა რუსეთის აჩრდილი თავს გვადგას, ევროპასთან და ამერიკასთან ირთიერთობის შენარჩუნება ჩვენი დამოუკიდებლობის ჭეშმარიტი გზაა. ვინც ამ გზას საბოტაჟს უწყობს და აზიანებს, ფეხქვეშ თელავს ქვეყნის უსაფრთხო მომავალს, თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს სრულყოფილ წევრად ქცევის გზას. 

[...] ევროპული კავშირი თავისი არსით შექმნილია მშვიდობისთვის. არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არც ერთი ომი არ დაწყებულა ევროპის კავშირის ქვეყნის მიერ მისი დაარსებიდან. სამაგიეროდ, რეალური ომის პარტია ერთია, და მხოლოდ ერთი, რომელსაც დღეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებშიც ვხედავთ - რუსული იმპერიალიზმი. ევროკავშირი კი გვევლინება, როგორც თავისუფალი ერების გაერთიანება, რომლის წიაღში ჩვენს ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა მშვიდ და დაცულ გარემოში შეძლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება. 

თქვა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. 

კომენტარები