დამოუკიდებლობის დღე

1918 წლის მსგავსად, მხარს ვუჭერთ საქართველოს ბრძოლას თავისუფლებისთვის – გერმანიის საელჩო

"გერმანია, როგორც 1918 წელს, დღესაც უჭერს მხარს მათ, ვინც იბრძვის თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის" - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გერმანიის საელჩომაც მიულოცა. 

"გერმანიის საელჩო ულოცავს საქართველოს დღევანდელ დამოუკიდებლობის დღეს!

1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა ისტორიული აქტით დამოუკიდებლობა და დემოკრატია აირჩია. დღეს, ისევე როგორც მაშინ, გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს მათ, ვინც იბრძვის თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის" - წერია გერმანიის საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისი პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღეა. 

კომენტარები