ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ღარიბაშვილმა კახეთის რაიონში გამგებლობის კანდიდატები წარადგინა

facebook.com/GaribashviliOfficial

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთის რაიონში გამგებლობის კანდიდატები წარადგინა.

კოალიცია ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატი თელავის მუნიციპალიტეტში ალექსანდრე შათირიშვილია, საგარეჯოში - გიორგი გზირიშვილი, გურჯაანში - გია გერგიძე, სიღნაღში - დავით ჯანიკაშვილი, ლაგოდეხში - კახა ჯამბურია, ყვარელში - ილია მზექალაშვილი, დედოფლისწყაროში - ნიკოლოზ ჯანიაშვილი, ახმეტაში - ბექა ბაიდაური.

ღარიბაშვილმა ასევე დაასახელა თელავის მერობის კანდიდატი, რომელიც პლატონ კალმახელიძე იქნება.

კომენტარები