კრიზისი უკრაინაში

რუსულმა ვერტმფრენებმა ხერსონის ოლქის მიმართულებით საზღვრის დარღვევა სცადეს

უკრაინელი სამხედროები
Reuters

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩერეს რუსული Mi-35 ტიპის ვერტმფრენები, რომლებიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის დარღვევას ცდილობდნენ, ხერსონის ოლქისა და დროებით ოკუპირებულ ყირიმის ტერიტორიას შორის. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო UNIAN ავცრელებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის სადამკვირვებლო პოსტიდან სამხედროებმა საზენიტო დანადგარებიდან აღნიშნული ვერტმფრენების მისამართით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს და რუსი მფრინავები აიძულეს, უკან დაბრუნებულიყვნენ.

კომენტარები