წყალდიდობა

წყალდიდობას სერბეთში 35-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

AP

წყალდიდობას სერბეთში 35-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სამაშველო სამსახურები მდინარე სავაშის წყლის დონის კიდევ უფრო ზრდას ელოდებიან.

წყალდიდობა კოკისპირული წვიმების შემდეგ დაიწყო და დასახლებული პუნქტების დატბორვა გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილი საშიში ზონებიდან ევაკუირებულია.

ბოსნიაში კი, რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა, ქვეყნის ტერიტორიის თითქმის მესამედი დატბორილია. ბოსნიის მთავრობის ცნობთ, დაზარალებულ რაიონებში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

კომენტარები