ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

პრემიერმა გორის მერობისა და შიდა ქართლის გამგებლების კანდიდატები წარადგინა

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გორის მერობისა და შიდა ქართლის გამგებლების კანდიდატები წარადგინა. ქართული ოცნების მერობის კანდიდატი გორში ზურაბ ჯირკველიშვილი იქნება.

რაც შეეხება გამგებლების კანდიდატურებს, ხაშურის რაიონში წარდგენილია გიორგი გურასპაშვილი, კასპში – გოჩა გოჩიტაშვილი, გორში – დავით ონიაშვილი, ქარელში – ზაზა გულიაშვილი.

”დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო და დემოკრატიული, ისეთივე მშვიდი, როგორც წინა საპრეზიდენტო არჩევნები. მინდა მოგიწოდოთ, რომ ყველანი მოხვიდეთ არჩევნებზე. ჩვენ დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ. მოდით, შემოხაზეთ 41 და ხმა მიეცით ქართულ ოცნებას”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები