დამოუკიდებლობის დღე

პრეზიდენტი: წელს, 26 მაისის ღონისძიებებზე ინფორმირებული არ ვარ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული არ არის. მარგველაშვილის განცხადებით, აღნიშნულზე მთავრობასთან შეთანხმებით სპეციალური კომისია მუშაობს.

"გახსოვთ, შარშან მე ვიყავი კომისიის თავმჯდომარე და მაშინ ინფორმირებული გახლდით დეტალებზე და გიზიარებდით ყველაფერს, რაზეც ვმუშაობდით. ახლა ჩემი ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძეა კომისიის წევრი და დეტალები მე ნამდვილად არ ვიცი. ამაზე მუშაობს კომისია მთავრობასთან შეთანხმებით", - უთხრა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს შეკითხვაზე - რატომ არ იბარებს 26 მაისს სამხედრო აღლუმს, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი.

26 მაისის ღონისძიებების საორგანიზაციო სამუშაო ჯგუფმა დღეს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული კონცეფციის სამუშაო ვერსია და ტექნიკური საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული.

კონცეფციის სამუშაო ვერსიის თანახმად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სახალხო ზეიმი იქნება და აღლუმი არ გაიმართება. 

კომენტარები