ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

არასაპარლამენტო ოპოზიციამ კანდიდატთა ნაწილი წარადგინა

საარჩევნო ბლოკმა "არასაპარლამენტო ოპოზიციამ" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა და კანდიდატთა ნაწილი წარადგინა. თბილისის მერობისთვის კახა კუკავა იბრძოლებს. ქუთაისში მაგდა გაბრიჩიძე იყრის კენჭს, ზუგდიდში ირაკლი ღურწკაია, თელავში გიორგი მოსიაშვილი, რუსთავში - ალექსანდრე ბერიძე, ხოლო ახალციხეში - ნატალი სისვაძე.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ასევე წარადგინა თბილისის 12 მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი. დელისი - ლაშა ჩხარტიშვილი; კრწანისი - ერიმეა ბერიშვილი; ავლაბარი - როლანდ ბერიძე; ვაზისუბანი - რამაზ ცატავა; ვარკეთილი -დოდო ჭელიძე; ჩუღურეთი - დავით შვანგირაძე; დიდუბე - მანანა ნაჭყებია; დიღმის მასივი - გიორგი თავდგირიძე; ლოტკინი - ფრიდონ ჩიღუნაძე; ნაძალადევი - ნინო სირბილაძე; სანზონა - გელა კეტაშვილი; მუხიანი - ავთანდილ სულაქველიძე; გლდანი - ლევან კალანდაძე.

არასაპარლამენტო ოპოზიციის პროგრამა ოთხი ბლოკისგან შედგება: დასაქმება და ეკონომიკური განვითარება; ქალაქის განვითარება; თბილისის ბიუჯეტის სოციალური ხარჯები; გრძელვადიანი ვალდებულებები - ეს ბლოკი მოიცავს საკითხებს, რომლებიც უშუალოდ არ შედის თვითმმართველობის კომპეტენციაში, თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, მათი გადაწყვეტისთვის ცენტრალურ ხელისუფლებასთან იბრძოლებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება.

კომენტარები