საგარეო პოლიტიკა

ფანჯიკიძე: წლევანდელი წელი საგარეო პოლიტიკისთვის ყველაზე წარმატებული იქნება

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ წლევანდელი წელი საგარეო პოლიტიკისთვის  საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული წელი იქნება. მისივე თქმით, "საგარეო საკითხებში კრიტიკის საფუძველი საერთოდ არ არსებობს".

მაია ფანჯიკიძის შეფასებით, "ამაზე მოწმობს ის წარმატებები, რომლებიც საქართველოს აქვს. ის დაახლოება, რომელიც ჩვენ გვაქვს NATO-სთან. ასევე, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ძალიან მალე, სულ რაღაც ორ თვეში და ის ძალიან ინტენსიური ვიზიტები, რომლებიც ხორციელდება საქართველოში. აგრეთვე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტები უცხოეთში".

ფანჯიკიძის თქმით, ამ შეხვედრებზე მხარეები ყველა მნიშვნელოვან თემას განიხილავენ.

"ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ევროოკავშირის და NATO-ს წევრი ქვეყნების. მე დარწმუნებული ვარ, რომ წელს იქნება საგარეო პოლიტიკისთვის ყველაზე წარმატებული წელი საქართველოს ისტორიაში", - აღნიშნავს მინისტრი.

კომენტარები