ანტიდისკრიმინაციული კანონი

აპატურაი: ნებისმიერი უმცირესობის უფლებები დაცული უნდა იყოს

ჯეიმს აპატურაი
www.nato.int

ნებისმიერი უმცირესობის უფლებები, იქნებიან ისინი ნაკლებად თუ მეტად პოპულარულები, დაცული უნდა იყოს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ, საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აპატურაი ანტიდისკრიმინაციულ კანონს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა NATO-ს წევრი ყველა ქვეყნისთვის ძირეული ფასეულობაა და მათ სურთ, მოკავშირეებისგან უმცირესობების დასაცავად გადადგმული ნაბიჯები დაინახონ.

”NATO-ს პოზიცია გენერალურმა მდივანმა უკვე დააფიქსირა და მეც განვმეორდები. ამას ორი ასპექტი აქვს. საქართველომ უნდა მიიღოს კანონები, რომელიც პატივს ცემს ქართულ საზოგადოებას და საქართველოს სამართლებრივ ჩარჩოებში ექცევა. ჩვენ არ გვსურს ამაში ჩარევა, არცერთი ქვეყნის შემთხვევაში. სხვათა შორის, მსგავს საკითხებთან მიმართებაში, NATO ალიანსის წევრ ქვეყნებშიც კი არ ერევა. თუმცა, უმცირესობების დაცვა ძირეული ფასეულობაა NATO-ს ყველა წევრი ქვეყნისთვის. მოკავშირეებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი უმცირესობა, იქნებიან ისინი ნაკლებად თუ მეტად პოპულარულები, დაცული უნდა იყოს. ეს არის ღირებულება, რომელსაც ჩვენ მაღალ დონეზე ვაყენებთ. ასე რომ, ზოგადად, NATO-ს და მოკავშირეებს სურთ დაინახონ უმცირესობების დასაცავად გადადგმული გარკვეული ნაბიჯები ქვეყნებში, რომლებიც ალიანსის წევრობისთვის იბრძვიან”, - განაცხადა აპატურაიმ.

კომენტარები