ანტიდისკრიმინაციული კანონი

ლორთქიფანიძე: სექსუალური ორიენტაცია შემთხვევით ხომ არ არის სექსუალური მადის დემონსტრირება?!

არის თუ არა საერთაშორისო სამართლებრივად დასაშვები დისკრიმინაციის დაშვება, დასაშვებია თუ არა დისკრიმინაცია? არაერთი საერთაშორისო ავტორი, ძალიან ცნობილი აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მათ შორის ჩვენს ეროვნულ დონეზეც, გვაწვდიან ინფორმაციას, რომ შეიძლება დაშვებულ იქნას დისკრიმინაცია, მხოლოდ გონივრულ და ობიექტურ კრიტერიუმებზე დამყარებული, გამორჩეული არგუმენტებიდან გამომდინარე, ისიც დემოკრატიული საზოგადოების მიზნებიდან გამომდინარე.

რა ნიშანია სექსუალური ორიენტაცია, შემთხვევით ხომ არ არის ეს სექსუალური მადის დემონსტრირება, რასაც ძალიან ხშირად აქვს ხოლმე ადგილი პერფორმანსებზე, ე.წ გეი აღლუმებზე, როდესაც ადამიანები დემონსტრირებენ საკუთარ სექსუალურ მადას. ეწინააღმდეგება თუ არა ეს საზოგადოებრივ ზნეობას, საკმარისი არგუმენტია თუ არა აღნიშნული იმისთვის, რომ საზოგადოებამ, თუნდაც სეკულარულ სახელწიფოში, ხმა აიმაღლოს საზოგადოებრივი ზნეობის დასაცავად, იმ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებზე დაყრდნობით, რომელთა რიგში მოვიშველიებდი გაეროს ბავშვთა კონვენციას, და ასევე სამოქალაქო პოლიტიკური უფლბების საერთაშორისო სამართლებრივ აქტს, რომელსაც მიერთებულია საქართველო, რომლის ფარგლებშიც ჩვენს, მშობლებს უფლება გვაქვს დავიცვათ ჩვენი შვილები, როდესაც ხდება მათი ჩამოყალიბების პროცესში მათი სამყაროს ხელყოფა.

ანტიდასავლური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური გაერთიანების "ეროვნულ ძალთა შეთანხმების" ერთერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე კომიტეტის სხდომაზე, სადაც ემზარ კვიციანი ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა" ამოღებას ითხოვს.

კომენტარები