ანტიდისკრიმინაციული კანონი

კვიციანი კანონიდან "სექსუალური ორიენტაციის" და "გენდერული იდენტობის" ამოღებას ითხოვს

პატრიოტთა ალიანსის წევრი ემზარ კვიციანი ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა" ამოღებას ითხოვს. ამის შესახებ კანონპროექტი მან დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. კვიციანი ამბობს, რომ ამ ცვლილებით კანონი კონსტიტუციასთან მოვა შესაბამისობაში.

"2018 წლის ბოლოს უამრავი კანონი გვაქვს მიღებული, ჩვენს ახალ კონსტიტუციასთან ჰარმონიზების გამო, ჩვენი დღევანდელი კანონპროექტი, რომელიც მე და ზვიად ტომარაძემ წარმოვადგინეთ, მისი არსიც ამაში მდგომარეობს. კანონის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციაში მოყვანა. კონსტიტუციაში რაც არ გვიწერია იმ ტერმინების ამოღება გვაქვს მხედველობაში. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე გელაპარაკებით. კანონ-პროექტის მიღების მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონში ტერმინების "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა" არსებობა. 2014 წლის ორ მაისს პარლამენტმა მიუხედავად საზოგადოების დიდი ნაწილის და საპატრიარქოს წინააღმდეგობისა, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, საკანონმდებლო სივრცეში ამ ტერმინების ასახვით დაირღვა ზნეობრივი ნორმები. საქართველოს კონსტიტუცია ისედაც იცავს ყველა მოქალაქის თანაბარუფლებიანობას. ასეთი სამართლებრივი მიდგომა არათუ არ იცავს, არამედ დამანგრეველია ოჯახისა და საზოგადოების მორალისათვის. კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციაში უნდა მოვიყვანოთ ეს კანონი, აი ამიტომ გთხოვთ ყველამ უდნა დავუჭიროთ მხარი და საერთოდ რატომ იყო ეს ჩაწერილი ჩემთვის გაუგებარია. და ამიტომ აუცილებელია ამ ტერმინების ამოღება, მე და ტომარაძეს ეს სხვათაშორის არ დაგვსიზმრებია, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, დიდი ნაწილის მოთხოვნა და ამიტომ გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ," - ამბობს კვიციანი.

კომენტარები