უკრაინის კრიზისი

რუსეთის ფედერაციის საბჭო 29 აპრილს დონეცკში ჯარის შეყვანის საკითხს განიხილავს

vestikavkaza.ru

მოსკოვი უკრაინაში სამხედრო იპერაციით იმუქრება. გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის განცხადებით, თუ უკრაინაში სიტუაცია გაუარესდა, რუსეთი უფლებას იტოვებს ისარგებლოს ფედერაციის საბჭოს გადაწყვეტილებით და უკრაინაში ჯარი შეიყვანოს.

მისი თქმით, რუსეთს უფლება აქვს გაეროს წესდების 51-ე მუხლს დაეყრდნოს და თავი დაიცვას, როგორც ეს 2008 წელს გააკეთა.

რუსეთის ფედერაციის საბჭო კი აპირებს 29 აპრილს უკრაინის დონეცკის ოლქში სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანის საკითხი განიხილოს. საბჭოს წევრების განცხადებით, რუსეთი აპირებს ამ წინადადებით შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს მიმართოს.

კომენტარები