მანჩესტერ იუნაიტედი

მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელის პოსტზე დევიდ მოიესს რაიან გიგზი შეცვლის

skysports.com

მანჩესტერ იუნაიტედმა დევიდ მოიესი თანამდებობიდან დაითხოვა. მოიესმა წითელი ეშმაკების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალექს ფერგიუსონი, 10 თვის წინ შეცვალა.

კლუბმა ოფიციალურ განცხადებაში ყოფილ მწვრთნელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ცნობილი გახდა, დათხოვნამდე მოიესი იუნაიტედის მაღალჩინოსან ედ ვუდვარდს შეხვდა და სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ორი მხარის თანამშრომლობა არ გაგრძელდებოდა.

დევიდ მოიესის წასვლის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს, დროებით, რაიან გიგზი შეასრულებს.

ფაქტის ირგვლის ვრცელი კომენტარი მოგვიანებით გავრცელდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ უელსელი გუნდს პირველად უკვე ამ კვირაში, ნორვიჩის წინააღმდეგ მატჩში გაუძღვება.

კომენტარები