მანჩესტერ იუნაიტედი

მანჩესტერ იუნაიტედის დროებით მწვრთნელად ულე გუნარ სულშერი დაინიშნა

ულე გუნარ სულშერი

მანჩესტერ იუნაიტედის დროებით მწვრთენლად ულე გუნარ სულშერი დაინიშნა, ის გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

ულე გუნარ სულშერი 1996-2007 წლებში მანჩერსტერ იუნაიტედში თამაშობდა, მას 366 თამაშში 126 გოლი აქვს გატანილი.

მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელის პოსტზე ოლე გუნერ სულშერმა ჟოზე მოურინიო ჩაანაცვლა, რომელიც მანჩერსტერული გუნდიდან გუშინ გაათავისუფლეს

"მანჩესტერ იუნაიტედი ჩემს გულშია და შესანიშნავია აქ დაბრუნება. ერთი სული მაქვს ვიმუშავო იმ ძალიან ნიჭიერ გუნდთან და თანამშრომლებთან ერთად, რომელიც ჩვენ გვყავს", - თქვა ულე გუნარ სულშერმა.

კომენტარები