მანჩესტერ იუნაიტედი

31 წლის წინ, 6 ნოემბერს, სერ ალექს ფერგიუსონი მანჩერტერ იუნაიტედის მწვრთნელი გახდა

fb.com/manchesterunited

31 წლის წინ, 1986 წლის 6 ნოემბერს, ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი მანჩერტერ იუნაიტედის მწვრთნელი გახდა. 

ის გუნდს სათავეში 26 წლის განმავლობაში ედგა. ამ პერიოდში 5 FA Cup-ი, 4 ლიგის თასი და 13 პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა. შოტლანდიელის თავკაცობით, იუნაიტედი ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ერთხელ კი ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. 

მთლიანობაში კლუბი მისი მენეჯერობის დროს 38 ტიტულის მფლობელი გახდა. 

სერ ალექს ფერგიუსონმა მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელობაზე უარი 2013 წელს თქვა და მისი დირექტორი და საპატიო ელჩია.

კომენტარები