ალექსანდრე ნინუას საქმე

ნინუას ადვოკატი პროკურატურას გამოძიების ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს

რუსთავი 2

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ალექსანდრე ნინუას ადვოკატი პროკურატურას საქმის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ნინუას დაკავებიდან დღემდე საქმეს უკვე მეოთხე პროკურორი იძიებს. ადვოკატის თქმით, თითოეული მათგანი საქმეზე უარს იმ მოტივით ამბობად, რომ მათ მასალების გაცნობა ვერ მოასწრეს. მდინარაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნინუას საქმის გამოძიებაზე უარი კიდევ ერთმა პროკურორმა არ თქვა, სასამართლომ განაჩენი ხვალ უნდა გამოაცხადოს.

მამუკა მდინარაძე ნინუას წინააღმდეგ არსებულ კიდევ ერთ ბრალზე საუბრობს, რომელსაც საიდუმლო გრიფი ადევს. ამ საქმეზე ნინუას აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდა და მას ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ალექსანდრე ნინუას ბრალი 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, უკანონო იარაღის ტარების ბრალდებით, დეკემბერში დააკავეს. მისი თქმით, დაკავების პროვიცირება თავად მოახდინა. აღნიშნულს ნინუა დაკავებამდე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში თავისი თანამშრომლების გამუდმებით დაკითხვებზე დაბარებებით ხსნიდა. ყოფილი მაღალჩინოსანის თქმით, მას და მის თანამშრომლებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას სთხოდნენ. ნინუას ინფორმაციით, დაკითხვები 2012 წლის დეკემბრიდან დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, უკანონო იარაღის ტარების ბრალდებით, დეკემბერში დააკავეს. მისი თქმით, დაკავების პროვიცირება თავად მოახდინა. აღნიშნულს ნინუა დაკავებამდე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში თავისი თანამშრომლების გამუდმებით დაკითხვებზე დაბარებებით ხსნიდა. ყოფილი მაღალჩინოსანის თქმით, მას და მის თანამშრომლებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას სთხოდნენ. ნინუას ინფორმაციით, დაკითხვები 2012 წლის დეკემბრიდან დაიწყო.

ამასთან, ალექსანდრე ნინუას განცხადებით, პროკურატურა მის წინააღმდეგ ახალი საქმის გამოძერწვას ცდილობს. ნინუა ციხიდან წერილს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „პროკურატურას უნდა დაასწროს“.

კომენტარები