შეწყალება

პრეზიდენტმა სააღდგომოდ 95 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 95 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალება აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შესაბამის განკარგულებას (N17/04/01) ქვეყნის პირველმა პირმა ხელი უკვე მოაწერა.პრეზიდენტის განკარგულება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გადაეგზავნა.

კომენტარები