შეწყალება

ყაველაშვილი შეწყალებაზე: არავინ გაბედოს და პატიმრების მდგომარეობით სპეკულირება არ სცადოს

მსურს, რამდენიმე სიტყვით ცოტა ხნის წინ ჩემ მიერ განხორციელებულ შეწყალების აქტს შევეხო. ჩემთვის გარკვეული ჯგუფების მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი გაუგებარია. არ მესმის, როგორ შეიძლება, არ გიხაროდეს, რომ ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებსა და მეგობრებს დაუბრუნდნენ. ჩვენ შემჭიდროვებულ ვადებში არაერთ უწყებასთან ვიმუშავეთ აქტიურად იმისთვის, რომ ადამიანებს საკუთარ ოჯახებში დაბრუნება მალე შეძლებოდათ [...]

ჩვენი მთავარი პრინციპი, რომლითაც ვიხელმძღვანელეთ, იყო ბალანსის დაცვა ჰუმანურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის. ამ საკითხს მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ და მომავალშიც ასე გაგრძელდება. არავინ გაბედოს და პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება არ სცადოს. 

თქვა ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ერთპარტიულ პარლამენტში მოხსენების დროს. იანვარში ყაველაშვილმა 613 პატიმარი შეიწყალა.

კომენტარები