შეწყალება

ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა

ივანიშვილის არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
Irakli Gedenidze/Reuters

ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა. შეწყალების აქტი შეეხო 57 მსჯავრდებულს, ხოლო 2 პირს მოეხსნა ნასამართლეობა.
 
"საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს, ასევე სახელმწიფო ინტერესს." - წერია პრესსამსახურის განცხადებაში.

კომენტარები