მიხეილ ყაველაშვილმა თავისი საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური და სწორი გადაწყვეტილებით დაიწყო და ბევრი ოჯახი გაახარა. მე ძალიან კარგად ვიცი, ეს პროცესი როგორ მიდიოდა. ამაში ჩართული იყო არა მხოლოდ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, არამედ მთელი სისტემა. მათ შორის, იუსტიციის სამინისტრო და სასჯელღასრულების დაწესებულება, რომლის დახასიათებასა და რეკომენდაციას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა - კონკრეტული მსჯავრდებულები როგორ იქცეოდნენ, რესოციალიზაციის მიზნები რამდენად იყო მიღწეული [...] მე ვიცი, რომ სია გაცილებით დიდი იყო, მაგრამ პრევენციული რისკების გათვალისწინებით, შემცირდა [...] ყაველაშვილმა მსჯავრდებულები ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე შეიწყალა.
tbl.ge/71de
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ივანიშვილის წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ 613 პატიმრის შეწყალებას.
ამავე თემაზე
- ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა
- ყაველაშვილმა 70 მსჯავრდებული შეიწყალა
- ყაველაშვილი შეწყალებაზე: არავინ გაბედოს და პატიმრების მდგომარეობით სპეკულირება არ სცადოს
- იოსელიანი: მნიშვნელოვანია, შეწყალება უსაფრთხოების რისკებს არ წარმოშობდეს
- კალაძე შეწყალებაზე: ყაველაშვილმა ჰუმანური ნაბიჯი გადადგა, მივესალმებით




