უკრაინის კრიზისი

სეპარატისტებმა დონეცკის რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადეს

სეპარატისტებმა, რომლებმაც დონეცკში ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს, ეგრეთ წოდებული დონეცკის რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადეს. ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ ხელისუფლება რეგიონში მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის კონტრტერორისტულ ზომებს მიმართავს. საგანგებო მიმართვაში ტურჩინოვმა განაცხადა, რომ ყირიმს სცენარს აღმოსავლეთში არ დაუშვებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ყირიმში რუსმა სამხედროებმა უკრაინელი ოფიცერი მოკლეს.

კომენტარები